კონსალტინგის ინსტიტუტი

Tallinn - Moscow - Tbilisi

Intscons -ი "კროკუს ექსპოში"

ქართული ინოვაციური კომპანია ,,Instcons”-ის პროდუქტის, work-task-ის შეძენით, სერიოზულად დაინტერესდნენ ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები, როგორებიცაა: რუსეთის რკინიგზა, რუსეთის უმსხვილესი ბანკი - სბერბანკი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, რუსეთის უდიდესი ნავთობქიმიური ჰოლდინგი ,, სიბური“, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციები - როსტექი და როსკოსმოსი.
მოსკოვის ,,კროკუსექსპო,, -ში 20 დან 22 სექტემბრამდე შედგა ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა-კონფერენცია HR & Trainings EXPO პერსონალის მართვის, ტალანტების, დისტანციური სწავლების, ტექნოლოგიებისა და განვითარების სფეროში.
ინტერესი გამოიწვია კომპანია «Instcons»-ის ინოვაციურმა გადაწყვეტამ, რომელიც საშუალებას იძლევა დიდ კომპანიებში მასიურად განვითარდეს კომპანიის თანამშრომლების კომპეტენციები ყველა დონეზე, რაც გავლენას ახდენს ხარჯების შემცირებასა და ზრდის ეფექტურობაზე. მაგალითისათვის კომპანია ,,რუსეთის რკინიგზა“ -ში მუშაობს ერთ მილიონზე მეტი თანამშრომელი, ეკონომია პერსონალის განათლებისათვის შეადგენს რამოდენიმე ასეულ მილიონ რუბლს. ამასთან კომპანიის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევიან განვითარების სისტემაში ჩაერთოს კომპანიის შიდა რესურსები, უკვე ჩამოყალიბებული ცოდნის გამოყენებით. ასევე შემუშავებული ტექნოლოგიით დაინტერესდნენ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, რადგან ტექნოლოგია შესაძლოა დაეხმაროთ იმ უნიკალური ცოდნის სტრუქტურირებაში, რომელსაც ფლობენ დარგის საკვანძო სპეციალისტები.
ამჟამად კომპანია «Instcons» -ი ემზადება რესტრუქტურიზაცია გაუკეთოს საკუთარ პროდუქტს რუსული ბაზრისათვის მიღებული შეთანხმებებისამებრ.
გამოფენა მიმდინარეობდა მრგვალი მაგიდებისა და კონფერენციების ფორმატში, ეძღვნებოდა პერსონალის განვითარების ტენდენციებს კომპანიებში. კომპანია «Instcons» -ის გუნდი კომპანიაში პერსონალის განვითარების მიმართულებით თავისი ინოვაციური პროგრამული პროდუქტების პრეზენტაციისას, წარსდგა სემინარით თემაზე ,, მენეჯმენტის ევოლუცია“, გააზიარა საკუთარი პროფესიონალური გამოცდილება კომპანიებში თანამშრომელთა კომპეტენციების უწყვეტი განვითარების ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

2016-05-31