კონსალტინგის ინსტიტუტი

Tallinn - Moscow - Tbilisi

შეხვედრები საკვანძო პარტნიორებთან

21 იანვარს კომპანია ,, კონსალტინგის ინსტიტუტმა“ ჩაატარა რიგი შეხვედრები საკვანძო პარტნიორებთან.
შეხვედრების დროს წარმოდგენილი იყო HCAD პლატფორმის ახალი შესაძლებლობები. ჩვენს მიერ შემუშავებული და შეთავაზებული გადაწყვეტები პროდუქტის განახლებულ ვერსიაში, არის უნიკალური და არ ჰყავს ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში.
ასე, მაგალითად, რეკრუტინგის ბლოკში გაჩნდა შესაძლებლობა კომპანიის საიტზე განთავსდეს ბლოკი, რომელიც საშუალებას იძლევა სისტემატიზირდეს რეზიუმეს მოწოდება, გაკეთდეს მაშინვე მისი შეფასება, შეიქმნას არქივები და ფორმალიზდეს გადატანა კომპანიის საერთო ბაზაში უკვე შერჩეული კანდიდატების. რეზიუმეს შეფასების პროცესში შეიძლება ჩავრთოთ ექსპერტები და ხელმძღვანელები. სტრუქტურირება კომპანიის ქვეგანყოფილებების მიხედვით ხდის მას მეტად ხარისხიანს და მოხერხებულს.
შეხვედრის შედეგად ჩვენ გუნდს დაემატა ოთხი ახალი პარტნიორი. სამი კომპანია, რომელიც დაკავებულია კონსულტირებით და განვითარებით ადამიანურ რესურსებთან მუშაობის მიმართულებით, ასევე კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვებზე.
ამის გარდა განიხილებოდა ჩვენი პროდუქტის წინწაწევა სახელმწიფო სტრუქტურებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში.

2014-06-21